LiteratureMuseum.ge


ილია ჭავჭავაძე

საარქივო გამოცემა


წიგნში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ლექსები, პოემები, თარგმანები, პუბლიცისტური, პირადი და ოფიციალური წერილები, ფოლკლორული ჩანაწერები, ამონარიდები უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, ხელწერილები. გამოცემას თან ერთვის ავტოგრაფები, მუზეუმის იკონოგრაფიულ კოლექციაში დაცული ფოტოები და მემორიალური ნივთების რეპროდუქციები, ხელნაწერთა აღწერილობა, ლექსთა ყველა განსხვავებული ვარიანტი და კომენტარები. 

ილია ჭავჭავაძე (1837_1907), მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაარსა ჟურანალები საქართველოს მოამბე (1863) და ივერია (1877). 1875 წლიდან სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარეა; 1881 წლიდან მისივე დაარსებული ქარტული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე; 1879_1885 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, 1885 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე _ თავმჯდომარე; 1906-1907 წლებში სახელმწიფო საბჭოს წევრი. იყო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, რეალისტური კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური. მოკლეს წიწამურთან, თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე.

მაგარი ყდა. 15,05x21 სმ. 
504 გვერდი 
თბილისი. 2010 
ფასი მუზეუმში - 7 ლარი