LiteratureMuseum.ge


ციმბირში



თედო სახოკია 
ციმბირში (მოგონებები 1905 წლის რევოლუციის დროიდან) 

თედო სახოკია 1905 წელს, ამსტერდამიდან საქართველოში იარაღის შემოტანაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. სწორედ ეს პერიოდია აღწერილი 1931 წლით დათარიღებულ მოგონებაში, რომელიც აქამდე სრულად არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ სამი თავი დაიბეჭდა ჟურნალში "მნათობი".
წიგნი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამგვარი მოგონებების ბევრი ავტორისაგან განსახვავებით, მწერალმა წარმოაჩინა არა პოლიტიკური გარემო და მოღვაწეთა საქმიანობა, არამედ ქუთაისიდან ციმბირამდე და უკან განვლილი გზა, პატიმართა ყოფა-ცხოვრება, ციმბირში გადასახლების პირობები ყოველდღიურობა, ციმბირის ბუნება, ქალაქები, სოფლები, იქ მცხოვრები ადამიანების საქმიანობა.
თედო სახოკია (1868-1965)-მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური მოღვაწე:1890-იან წლებში საქართველოს თავისუფლების ლიგის წევრი, აფხაზეთში ქართული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 1900-იან წლებში საფრანგეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, 1903-1905 წლებში საფრანგეთში პირველი ქართული გაზეთის საქართველო და ფრანგული დამატების ლა ჟეორჟეს ერთ-ერთი გამომცემელი, 1904 წლიდან საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 

რბილი ყდა 13,8X21სმ. 
216 გვერდი 
თბილისი.2012 
ფასი მუზეუმში - 5 ლარი 
დაიბეჭდა კომპანიის მაგთიკომი მხარდაჭერით.