LiteratureMuseum.ge


ლიტერატურის მატიანე

1998


ალმანახის ლიტერატურის მატიანე პირველი წიგნი, გიორგი ლეონიძის თაოსნობით, 1940 წელს დაიბეჭდა. მისი რედაქტორობით გამოიცა ლიტერატურის მატიანის ექვსი წიგნი. 1952 წელს კრებულის გამოცემა დროებით შეწყდა. განახლდა 1982 წელს, როცა დაიბეჭდა მე-7-8 წიგნი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე). ალმანახის მე-9 წიგნი (რედაქტორი გიორგი ნატროშვილი) 1985 წელს გამოვიდა, ხოლო მე-10 ნომერი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე) 1992 წელს.  
ალმანახის მე-11 ნომერში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა და იკონოგრაფიულ კოლექციებში დაცული -გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო სამადაშვილის, ნიტა ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნინო ყიფიანის, სიმონ ჩიქოვანის, კოტე მაყაშვილის, ალექსანდრე ცირეკიძისა და სხვათა - დღემდე უცნობი ხელნაწერები და ფოტოები.

მაგარი ყდა. 14X20,5 სმ. 
278 გვერდი 
თბილისი. 1998 
ფასი მუზეუმში - 3 ლარი