LiteratureMuseum.ge


შალვა ამირეჯიბი

ორ წიგნად


შალვა ამირეჯიბის პირველი და უკანასკნელი ლექსების კრებული "მინანქრები" 1920 წელს თბილისში დაისტამბა. შემდეგ იყო 1924 წლის აჯანყება. შემდეგ ემიგრაციაში უსამშობლოდ გატარებული წლები. კრებულის პირველ წიგნში შალვა ამირეჯიბის პოეტური მემკვიდრეობის რჩეული ნაწილი (დაცულია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში) და ემიგრაციამდე პერიოდულ პრესაში (ჟურნალი კლდე, გაზეთები: სამშობლო და საქართველო) გამოქვეყნებული პუბლიკაციები შევიდა; მეორე წიგნში კი - ემიგრაციის პერიოდის (1925-1943) წერილები, რომელთა უცვლელი თემა 1924 წლის აჯანყებაა. 
შალვა ამირეჯიბი (1887-1943) - პოეტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე. 1925 წლიდან წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. 

მაგარი ყდა. 14x21 სმ. 
წიგნი პირველი - 337 გვერდი 
წიგნი მეორე - 254 გვერდი 
თბილისი. 1997-1998 
ფასი მუზეუმში - 7 ლარი.