LiteratureMuseum.ge


გალაკტიონ ტაბიძე

ოცდახუთ წიგნად - საარქივო გამოცემა


გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე სრულ გამოცემაში მწერლის შემოქმედება ქრონოლოგიურადაა განაწილებული: 
პირველ შვიდ წიგნში 1905-1958 წლების ლექსები, 
მერვე წიგნში-უთარიღო და პოეტის არქივში დაცული გამოუქვეყნებელი ლექსები, 
მეცხრე-მეთორმეტე წიგნებში-პოემები, 
მეცამეტე-ოცდამეოთხე წიგნებში თავმოყრილია დღიურები, სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერები,ლიტერატურული წერილები და ესკიზები, ავტობიოგრაფიები, გამოსვლები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, განცხადებები, ოლია ოკუჯავას დღიურები. ამ ტექსტების უმეტესობა პირველად ქვეყნდება. 
ოცდამეხუთე წიგნი ეთმობა უკვე ცნობილ და უფრო მეტ უცნობ ჩანახატებს. გამოცემას ერთვის ხელნაწერთა აღწერილობა, აუცილებელი შენიშვნები, ვარიანტები, ნაწარმოებთა ანბანური საძიებელი: პოეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ესეები და სამეცნიერო გამოკვლევები: ფოტოები, ავტოგრაფებისა და მემორიალური ნივთების რეპროდუქციები. 

მაგარი ყდა. 15X21,5 სმ. 
1-25 წიგნი 
თბილისი. 2005-2008 
ფასი მუზეუმში 1 წიგნი - 10 ლარი 
დაიბეჭდა კომპანიის მაგთიკომი, თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.