LiteratureMuseum.ge


ფუნაგორიები



წიგნი დაიბეჭდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელნაწერი კრებულის მიხედვით, რომელიც შედგენილია ნიკოლოზ აგიაშვილის მიერ, ლადო ასათიანისა და კარლო კალაძის რედაქტორობით. კრებულში თავმოყილია გალაკტიონ ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკა აგიაშვილის, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, კარლო კალაძის, დავით გაჩეჩილაძისა და სხვათა დღემდე უცნობი ფუნაგორიები ( სახუმარო-სალაღობო ლექსები და ენამოსწრებული, გესლიანი ეპიგრამები ). წიგნი ილუსტრირებულია ოსკარ შმერლინგის, დონის, ირაკლი გამრეკელის, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, აკაკი ბელიაშვილისმ, კარლო კალაძის, მიხეილ ჭიაურელის გიგლა ფირცხალავას, თენგიზ გოგოლაძის და ირაკლი გორდელაძის შარჟებით. კრებულს ერთვის ფუნაგორიებისა და შარჟების ავტორთა საძიებელი, იმ პირთა თუ მოვლენათა განმარტებები, რომლებიც ნახსენები ან ნაგულისხმებია ფუნაგორიებში. 

რბილი ყდა. 11X15 სმ 
320 გვერდი 
თბილისი .2011 
დაიბეჭდა კომპანიის მაგთიკომი მხარდაჭერით .