LiteratureMuseum.ge


მოგონებები

ნინო მეღვინეთუხუცესიშვილი

ნინო მეღვინეთხუცესიშვილი-მამაცაშვილი (1816-1894) - XIX საუკუნის ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - იოსებ მამაცაშვილის მეუღლე, ცნობილი ისტორიკოსისა და მკვლევრის - დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და; იბეჭდებოდა ჟურნალში “ცისკარი” (1860-1863). მამაცაშვილების სალონში იკრიბებოდნენ იმ პერიოდის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები; იკითხებოდა რეფერატები, იმართებოდა დებატები; მათ ოჯახში მიიღეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების გადაწყვეტილება. იოსებ და ნინო მამაცაშვილებმა ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი აღზარდეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დედის ძალისხმევით, თორმეტივე შვილმა საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება და შემდგომ ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას. მოგონებების ავტორი საინტერესოდ აღწერს 1832 წლის შეთქმულებისა და მეუღლის დაპატიმრების ეპიზოდებს, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. მუზეუმი მადლობას უხდის ნინო მეღვინეთხუცესიშვილის შვილთაშვილებს - ნუნუ საგინაშვილსა და მანანა გედევანიშვილს ხელნაწერის საჩუქრად გადმოცემისა და კონსულტაციისთვის.  

თხელი ყდა: 21X27სმ.
198 გვერდი
თბილისი , 2016
ფასი მუზეუმში - 10 ლარი.