LiteratureMuseum.ge


ფანტასტიური დუქანი



Софии Георгиевне Мельниковой - Фантастический Кабачек. Тифлис, 1917, 1918, 1919. 
1919 წელს გამოცემული ალმანახის რეპრინტი. ქართულ-რუსულ-სომხური ალმანახი ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა მიუძღვნეს თბილისის მინიატიურების თეატრის მსახიობს -სოფია მელნიკოვას, რომელიც 1917-1919 წლებში კაფეში "ფანტასტიკური დუქანი" (გაიხსნა 1917 წელს იური დეგენისა და სანდრო კორონას ინიციატივით; მოხატეს ლადო გუდიაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ, ილია ზდანევიჩმა, იური დეგენმა, სერ გეიმ, პეტრაკოვსკიმ; ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა დააარსეს ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი, სადაც წაიკითხეს 200 ლექცია ზაუმური პოეზიის შესახებ; კაფეს ხშირად სტუმრობდნენ ცისფერყანწელები) კითხულობდა ავანგარდისტების ლექსებს. გამოცემაში შესულია ნინა ვასილიევას, ტატიანა ვეჩორკას, ილია ზდანევიჩის, ყარა-დარვიშის, ალექსეი კრუჩონიხის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, იგორ ტერენტევის, ალექსანდრ ჩაჩიკოვის, ნიკოლაი ჩერნიავსკის, გრიგორი შაიკევიჩისა და პაოლო იაშვილის ლექსები. ალმანახი ილუსტრირებულია სიგიზმუნდ ვალიშევსკის, ალექსანდრ ბაჟბეუქ-მელიქოვის, ნატალია გონჩაროვას, ლადო გუდიაშვილის, ილია და კირილ ზდანევიჩების, მიხაილ კალაშნიკოვისა და იგორ ტერენტევის ნახატებით. 

 რბილი ყდა. 18 / 13,5 სმ. 
192 გვერდი 
თბილისი. 2012 
ფასი მუზეუმში - 20 ლარი