LiteratureMuseum.ge

გიორგი მაისურაძის ლექცია – "მოწამეობა და ძალადობის სივრცე"



ერთერთი მთავარი სიახლე, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ შექმნა, იყო მოწამეობის ინსტიტუტი. სახელმწიფო რელიგიად ქცევისთანავე, ერთ დროს დევნილი ქრისტიანობა თავად გახდა "მწვალებლებისა" და "ურჯულოების" მდევნელი. ამგვარად მოწამეობისა და ძალადობის ახალი პარადიგმა გაჩნდა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ძალადობას არათუ ამართლებდა, არამედ აუცილებლადაც მიიჩნევდა. მოწამეობისა და ძალადობის ეს პარადიგმა მთელი თავისი სისასტიკით XX საუკუნის ტოტალიტარულ სისტემებში და XXI საუკუნის რელიგიურ ექსტრემიზმში გაცოცხლდა. ინდივიდუალურ დონეზე, ეს პარადიგმა გახდა მთელ რიგ პერვერსიათა, განსაკუთრებით, სადიზმისა და მაზოხიზმის განმსაზღვრელი კულტურული ფაქტორი.