LiteratureMuseum.ge

ლერი ჭანტურიას პერსონალური გამოფენა / Leri Tchanturia's personal exhibition



გეპატიჟებით ლერი ჭანტურიას ნამუშევრების გამოფენაზე.

გამოფენის გახსნა 1 ნოემბერს, 18:00ზე. გამოფენის ნახვა შეგიძლიათ ყოველ დღე, კვირის და ორშაბათის გარდა, 8 ნოემბრის ჩათვლით, საღამოს 6 საათამდე. 

"ლერი ჭანტურია, მხატვარი სოხუმიდან, შთაგონებული ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით, კონსტურქტივიზმით, ექსპრესიონიზმით და სხვა იზმებით ანვითარებს თავის დამოუკიდებელ სტილს. სტილი, რომელიც აგრძელებს ტრადიციებს, რომელიც პოსტიმპრესიონიზმისთვის იყო დამახასიათებელი. ფერი ლერი ჭანტურიას შემოქმდებაში წარმოადგენს ერთის მხრივ განსაკუთრებულ სისადავეს და მეორეს მხრივ დატვირულ, ჟღერად, ვიბრირებულ ელემენტს, რომელიც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდნეს და ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს მნახველს...
ავტორის შემოქმედება რამოდენიმე მიმართულებით ვითარდება:
- გეომეტრიული აბსტრაქცია;
- ექსპრესიული ფერცერა;
- ნახატი ან სკეჩი სკულპტურული კომპოზიციისათვის;
- ქანდაკება
ნახატი ავტორის შემოქმედებაში წარმოადგენს, როგოც დამოუკიდებელ დასრულებული ნამუშევარს ასევე მოსამზადებელ სახეს ქანდაკებისთვის. ავტორის ქანდაკება ოთხგანზომილებიანია, გააჩნია შინაგანი ბიონიკა, რაც ქანდაკებას სენსუალურობას (მგრძნობელობას) მატებს.
ლერი ჭანტურია გახლავთ აბსტრაქტულ პლასტიური გარემოს შექმნის იდეის ავტორი. ეს არის გარემო, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურის, მონუმენტური და დეკონრატიული ხელოვნების ჰარმონიულ სინთეზსს ლანდაშფტურ არქიტექტურაში. მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების მუდმივი და ცვალებადი ექსპოზიციები. ეს გარემო იქნება საზოგადოების ესთეტიური მოთხოვნის დაკმაყოფილების მანიფესტი." გამოფეინს ავტორები: ლერი და დავით ჭანტურია. 

ავტორის ბიოგრაფია:

დაბადების თარიღი - 04/11/1948
განათლება – (სოხუმის სამხატვრო სკოლა 1962-1966, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1966-1971)
დარგი – სახვითი ხელოვნება
პერსონალური გამოფენები – 
1999 წელი ოსკარ მარტენსონ გალერეა ლუნდი შვედეთი; 
1996 ეროვნული გალერეა თბილისი, საქართველო, 
ჯგუფური გამოფენები – 
1973 – ხელოვნების გალერეა (სოხუმი, საქართველო)
1975 - ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო)
1977 – მხატვართა სახლი (მოსკოვი, რუსეთი)
1978 – არტ ჰოლი (სოხუმი, საქართველო)
1979 – მოსკოვის უნიევრსიტეტი სამხატვრო გალერეა (მოსკოვი, რუსეთი)
1981 - ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო)
1983 - არტ ჰოლი (ბიჭვინთა, საქართველო)
1985 – გალერეა მერანი (სენაკი, საქართველო)
1987 - ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო)
1989 - მხატვართა სახლი (თბილისი, საქრთველო)
1991 - ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო)
1994 - არტ ჰოლი (ფალსტერბო, შვედეთი)
1995 – საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (თბილისი, საქართველო)
1998 – სამხატვრო გალერეა (ტრელებორგ, შვედეთი)
2003 – თანამედროვე ხელოვნების ვებ-გალერეა (გერმანია)
2007 - არტ ჰოლი ( მალმო, შვედეთი)
2013 - არტ ჰოლი ( ლუნდი, შვედეთი)
ნამუშევრებია ინახება – (საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, შვედეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კერძო კოლექციებში)

საკონტაკტო ინფორმაცია – 555453603