LiteratureMuseum.ge

გალაკტიონ ტაბიძის საიტის www.galaktion.ge-ის პრეზენტაცია




16 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე
გეპატიჟებით ლიტერატურის მუზეუმის მიერ შექმნილი გალაკტიონ ტაბიძის საიტის www.galaktion.ge -ის პრეზენტაციაზე.

წარმოდგენილი მასალის მოცულობით, www.galaktion.ge არის ყველაზე დიდი ვებ-გვერდი, რაც ოდესმე რომელიმე ქართველი ავტორის შესახებ გაკეთებულა. აქ შეგიძლიათ, ნახოთ გალაკტიონ ტაბიძის მემკვიდრეობა სრულად - მისი ყველა ნაწარმოები, ფოტო, ჩანაწერი, ჩანახატი, დღიური, მიმოწერა, დოკუმენტი, მემორიალური ნივთი. 

საიტის წარდგენის შემდეგ, მერაბ ნინიძე წაიკითხავს გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს, ჩანაწერებსა და წერილებს. 
დასწრება თავისუფალია

ვებ-გვერდი შექმნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.