LiteratureMuseum.ge

ლევან ცუცქირიძის გამოფენა


31 იანვარს, 18:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმი გიწვევთ ლევან ცუცქირიძის პერსონალურ გამოფენაზე. 
„ყველა დროის უმშვენიერეს დიდოსტატს, მხატვარს, რომელიც არავის ჰგავს და ვერც ვინმე მიბაძვავს... უღრმესი პატივისცემითა და მადლიერებით - ჭაბუა ამირეჯიბი“

ეს სიტყვები დაუტოვა სახსოვრად ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა მხატვარ ლევან ცუცქირიძეს მის მიერ ილუსტრირებულ წიგნზე „დათა თუთაშხია“.

წლების მანძილზე წიგნის ილუსტრაციებში, პორტრეტებში გამოყენებულ თემებსა და სიუჟეტებზე შესრულებულ კომპოზიციებში, რომელიც ქართველი ხალხის ცხოვრებას ასახავს, ლევან ცუცქირიძემ გამოხატა თავისი დამოკიდებულება წარსულისა და აწყმოსადმი.

ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ბოლო წლებში (1998-203) შესრულებული ფერადი ილუსტრაციები. 

გამოფენა გასტანს 2 კვირას, 15 თებერვლის ჩათვლით.