LiteratureMuseum.ge

პროფესორ თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია "გადარჩენის სტრატეგიები"



გეპატიჟებით მაქს პლანკის მოლეკულური უჯრედის ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის პროფესორის, თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექციაზე:

ცოცხალი ორგანიზმი მუდმივ ხიფათშია: ძლიერი სიცივე ან სიცხე, უწყლობა, უჟანგბადობა, ბიოლოგიური მტრები და ასე შემდეგ. ამიტომ, ორგანიზმის მთავარი ამოცანა არის გადარჩეს ამ მტრულ სამყაროში. მისი ერთ-ერთი სტრატეგიაა თავის მომკვდარუნება, ანუ ნივთიერებათა ცვლის შეჩერება და უკეთესი მომავლის დალოდება. მართლაცდა ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს იმის გაგებას, როგორ ახერხებს ზოგიერთი ორგანზმი "ცოცხალი" მდგომარეობიდან "ნახევრადცოცხალ/ნახევრადმკვდარ"-ში გადასვლას და უკან დაბრუნებას.

დასწრება თავისუფალია.