LiteratureMuseum.ge

დურმიშხან კიკნაძის ფერწერის გამოფენა


11 მარტს, საღამოს 5 საათზე გეპატიჟებით დურმიშხან კიკნაძის გამოფენაზე.
გამოფენა გაგრძელდება 22 მარტამდე. 

დურმიშხან კიკნაძე 1956 წლის 22 ნოემბერს, ხაშურში დაიბადა. 70-იანი წლებში ოჯახი ქობულეთში გადასახლდა; დურმიშხანმა აქვე მიიღო საშუალო განათლება. მან ხატვა 25 წლის ასაკში დაიწყო. ხატვის ძირითად კანონზომიერებებს მხატვარმა მიხეილ ფაღავამ აზიარა. 
მუშაობის პარალელურად, იგი მოსკოვის სახალხო უნივერსიტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩაირიცხა და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა საშუალო სკოლაში ხაზვისა და ხატვის მასწავლებლად.

გართულებული ოჯახური პირობების გამო, წლების მანძილზე სრულიად მოსწყდა საყვარელ საქმეს. მხოლოდ ბოლო 5-6 წლის მანძილზე განაახლა ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობა. რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა აჭარის მხატვართა ერთობლივ გამოფენებში. 

2014 წლის 16 იანვარს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა მხატვარ დურმიშხან კიკნაძის პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც მხატვარმა 40 ფერწერული ტილო გამოფინა. 

ლიტერატურის მუზეუმი წარმოდგედგენთ თბილისში მის პირველ პერსონალურ გამოფენას.