LiteratureMuseum.ge

პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები



6 ივნისს, 18:00 საათზე

პაოლო იაშვილის 120 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმი გეპატიჟებათ გამოფენის „პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები“ გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცამეტი ცისფერყანწელის - პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ნიკოლო მიწიშვილის, სერგო კლდიაშვილის, რაჟდენ გვეტაძის, გიორგი ლეონიძის, სანდრო ცირეკიძის, შალვა კარმელის, ალი არსენიშვილის, შალვა აფხაიძის, ლელი ჯაფარიძის - ფოტოები, ავტოგრაფები, მემორიალური ნივთები, ჟურნალ-გაზეთები და წიგნები; ასევე სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები და შარჟები. 

გამოფენა გაგრძელდება 1 აგვისტომდე. 

დასწრება თავისუფალია.