LiteratureMuseum.ge

გამოფენა „წამიერი პასტერნაკი“


24 ივნისს, 18:00 საათზე 
ლიტერატურის მუზეუმი გიწვევთ ფოტოგამოფენაზე „წამიერი პასტერნაკი“.

25 ივნისს, 17:00 საათზე
პერეძელკინოში ბორის პასტერნაკის სახლ-მუზეუმის დირექტორი ირინა ერისანოვა ჩაატარებს ტურს გამოფენისა და პასტერნაკის შესახებ, რუსულ ენაზე.

25 ივნისს, 18:00 საათზე
სკოლის „XXI საუკუნე“ მოსწავლეები ბორის პასტერნაკის შესახებ წარმოადგენენ სპექტაკლს „Поэты все единной крови“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუსი მწერლისა და ქართული პოეზიის მთარგმნელის - ბორის პასტერნაკის პორტრეტები. 
სხვადასხვა პერიოდსა თუ ერთ დღეს სხვადასხვა რაკურსში გადაღებული კადრები მწერლის განსხვავებულ სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს.

ფოტოების უმრავლესობა დღემდე გამოუქვეყნებელია და გადაღებულია ვალერი ავდეევის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ქალაქ ჩისტოპოლეში ევაკუაციისას (1941-1943 წლები).

ორიგინალები დაცულია მარინა ცვეტაევას სახლ-მუზეუმში, მოსკოვში.

აქვე გამოფენილი იქნება ლიტერატურის მუზეუმში დაცული ავტოგრაფები - ბორის პასტერნაკის პირადი წერილები და ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები.

ბორის პასტერნაკის ფოტოები ქართველ მწერლებთან ერთად და ხელნაწერების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მუზეუმის მეორე სართულზე წარმოდგენილ გამოფენაზე „პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები“.

გამოფენა გაგრძელდება 5 ივლისამდე.