LiteratureMuseum.ge

შეხვედრა ბერძენ მწერალ ქრისტოს ქრისოპულოსთან



ქრისტოს ქრისოპულოსი სოციალურად აქტიური მწერალია, რომელიც ათენში უკვე მეოთხე წელია მართავს ლიტერატურულ ფესტივალს DaseinFest. 

ავტორი ისაუბრებს თავის პროფესიულ გამოცდილებაზე ათენში, საერთაშორისო ფესტივალებსა და ვორქშოფებზე; ასევე მოგვიყვება DaseinFest-ზე, ფესტივალის სტრატეგიაზე, როგორ შეძლო სპონსორების მოძიება და ვინ იყვნენ ისინი, რა გამოწვევების წინაშე დგანან მსგავსი არაფორმალური, ფესტივალები. ასევე, ისაუბრებს ქართველი და ბერძენი თანამედროვე ავტორების თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. 

შეხვედრა გაიმართება ინგლისურად, ქართული თარმგანით. 

დასწრება თავისუფალია. 

ქრისტოს ქრისოპოლოსის მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა ათენში, 1968 წელს.
გამოცემული აქვს წიგნები:

ლაურა ჯექსონის ლონდონური დღე 2008 (ათენის აკადემიის პრიზი), 
ენის ყუთი - 2006, 
წარმოსახვითი მუზეუმი - 2005, 
შემოსაზღვრული სამყარო - 2003
არასასურველი შემხვედრები - 2003
შავი კაბა - 2002, 
მანიკურისტი - 2002, 
ნაპოლეონ დელასტოსის რეცეპტები - 1997

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.irisliteraryagency.gr/en/index.php/chryssopoulos
http://www.chrissopoulos-vivlia.blogspot.com/
http://www.daseinfest.blogspot.com/