LiteratureMuseum.ge

სამხატვრო გალერეის როლი ხელოვანის კარიერაში

გეოეარი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, კულტურისა და ხელოვნების კვლევის ლაბორატორია, ,,ლიტერატურის მუზეუმთან ერთად" წარმოგიდგენთ დიალოგების სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები.

სამშაბათს გაიმართება პირველი დისკუსია ხელოვანის კარიერაში სამხატვრო გალერეის როლის შესახებ. მონაწილეობას მიიღებენ:

დედიკა ბულია – გალერეა გალა, დირექტორი (თბილისი, საქართველო)
ლიკა მამაცაშვილი – თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასვლა, კურატორი კონსტანტინ მინდაძე – ხელოვანი (ამსტერდამი, ჰოლანდია/თბილისი, საქართველო)
ეთერი ჭკადუა – ხელოვანი (ნიუ იორკი, აშშ)

დიალოგი მოიხილავს ხელოვანის პროფესიის სირთულეებსა და პერსპექტივებს, საქართველოში ხელოვნების ბაზრის არსებობის პრობლემატიკას და ხელოვანისა და გალერეის ურთიერთობის საკითხებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით. 

მოდერატორი: ლალი პერტენავა, ხელოვნების ისტორიკოსი/მკვლევარი.