LiteratureMuseum.ge

ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნის „იუნკრები და სხვები“ პრეზენტაცია და გამოფენა


ლიტერატურის მუზეუმი გიწვევთ
პარასკევს, 24 თებერვალს, 18 საათზე

ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნის „იუნკრები და სხვები“ პრეზენტაციასა და გამოფენაზე

სამხედრო მოღვაწის, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის იუნკრის, პოლონეთის არმიის საკონტაქტო ოფიცრის, პუბლიცისტისა და მემუარული პროზის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებების წიგნი მომზადდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული, პოლონეთიდან 1991 წელს ჩამოტანილი არქივის მიხედვით, რომელიც ქართული სამხედრო ისტორიისა და კვლევის საქმეში მნიშნელოვან ფურცელს წარმოადგენს. მოგონებებში აღწერილია იუნკერთა ცხოვრება და მათი სასახელო ბრძოლები 1921 წელს კოჯორსა და ტაბახმელაში, რუსეთთან დამარცხების მიზეზები; იუნკერთა შემდგომი ცხოვრება ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - საბერძნეთსა და პოლონეთში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ მათიკაშვილისა და სხვა იუნკრების ფოტოები და ხელნაწერები.

ლიტერატურის მუზეუმი დიდ მადლობას მოასხენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც დაიბეჭდა წიგნი.