LiteratureMuseum.ge

არქივი, მუზეუმი, გამოფენა - თომას შმიდტის ლექციები და ვორქშოპი


10-12 დეკემბერს, 
ლიტერატურის მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი გეპატიჟებით 
მარბახის ლიტერატურის არქივის ლიტერატურის მუზეუმებთან და არქივებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის თომას შმიდტის ლექციებსა და ვორქშოპზე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. 

10 დეკემბერი, 14:00 - ევროპის უმდიდრეს ლიტერატურული ლანდშაფტი - ლიტერატურის ქვეყანა ბადენ-ვიურტენბერგი (ბადენ-ვიურტენბერგის მხარის ლიტერატურული ისტორია, მარბახის არქივის სტრუქტურული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ტურისტულ, სამეცნიერო აქტივობებს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში; ლიტერატურის მუზეუმები, როგორც სწავლების ადგილი)
11 დეკემბერი, 14:00 - ინსცენირებული ავთენტურობა - სახლ-მუზეუმების მოწყობა (მაგალითად, სახლი სადაც შილერი დაიბადა, ერნსტ იუნგერის სახლი, ჰიოლდერლინის კოშკი და ა.შ. )
12 დეკემბერი, 11:00 - როგორ გამოვფინოთ ლიტერატურა - დიდარქტიკა, ტექნიკა, მასალა...
ლექციები გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, ზანდუკელის ქ.16.