LiteratureMuseum.ge

გამოფენა „მხატვრის სახლი / სასტუმრო ორიანტი” - ფინისაჟი / Einladung zur Finissage HOTEL ORIENT / HAUS DER KÜNSTLER


  2015 წლის 16 იანვარს, პარასკევს, 17:00-დან - 19:00 საათამდე, გოეთეს ინსტიტუტი ლიტერატურის მუზეუმთან ერთად გეპატიჟებათ გამოფენის ფინისაჟზე. მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე და გამოფენის კურატორი, წიგნის ავტორი ირინა ქურთიშვილი ისაუბრებენ პროექტზე და პუბლიკაციაზე. 

დასწრება თავისუფალია

1991-1992 წლების თბილისის სამოქალაქო ომის შედეგად დაზიანებული “მხატვრის სახლი”, ერთ დროს სასტუმრო “ორიანტი”, (არქ. ოტო სიმონსონ, ალბერტ ზალცმან) 1994 წელს შეგნებულ, სრულ და საბოლოო გაანადგურებას დაექვემდებარა. რა უხილავი კონტურები დატოვა ამ ნაგებობამ ჩვენს წარმოსახვით სივრცეში და რა დარჩა კოლექტიურ მეხსიერებაში? გამოფენა თავს უყრის ისტორიულ და საარქივო მასალებს დღეს უკვე აღარარსებულ შენობაზე, საზოგადოებისათვის ცნობილ ფაქტებს, ასევე ხელმიუწვდომელ და უცნობ დოკუმენტებს, რაც შენობის არსებობასა და მუშაობას, ასევე მისი განადგურების ისტორიას უკავშირდება. გამოფენის თანამდევი პუბლიკაცია მოიცავს 252 გვერდს, 125 შავ-თეთრ ფოტოს და გამოიცა “ერნსტ ფონ სიმენსის ხელოვნების ფონდის” ხელშეწყობით, ქართულ/გერმანულად. 

გამოფენის კურატორი და წიგნის ავტორი მადლობას უხდის ლიტერატურის მუზეუმს, სტამბა “სეზანს”, ავტორებს, მთარგმნელებსა და რედაქტორებს, ხელოვანებსა და ფოტოგრაფებს წიგნზე გაწეული მუშაობისათვის. ასევე ყველა კერძო პირსა და ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში, ჰუმბოლტის უნივერსიტეტს ბერლინში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციას / DVV Iნტერნატიონალ-ის საქართველოს ოფისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, საქართველოს ეროვნულ არქივს, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, თანამედროვე ხელოვნების ცენტრსა და გალა გალერიას გამოფენის ექსპოზიციის განხორციელებაში გაწეული დახმარებისათვის. 

ხელოვანები: მერაბ აბრამიშვილი, გია ბუღაძე, გია ეძგვერაძე, ილიკო ზაუტაშვილი, ქეთი კაპანაძე, კარლო კაჭარავა, ლუკა ლასარეიშვილი, კოკა რამიშვილი, გია რიგვავა, ალიმ რიჟინაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ირაკლი ფარჯიანი, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ლია შველიძე, გურამ წიბახაშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ლევან ხარანაული, მამუკა ჯაფარიძე, კოტე ჯინჭარაძე

სინათლის ინსტალაცია: ანდრეას კაუფმან
სივრცით ხმოვანი ინსტალაცია: ანეტ შტენცელ და კარსტენ ელერს

გამოფენის ნახვა შესაძლებელია სამშაბათიდან (11:00-18:00) შაბათის, 17იანვრის ჩათვლით, (17 საათამდე) მისამართი: ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, ჭანტურიას 8


Freitag, 16. Januar 2015, 17:00 – 19:00 Uhr, im Literaturmuseum Tbilissi

Nach 7 Wochen wird sich das Literaturmuseum am 18.01.2015 mit der Ausstellung HOTEL ORIENT / HAUS DER KÜNSTLER verabschieden. Die Ausstellung wurde durch eine umfangreiche zweisprachige Publikation (Georgisch / Deutsch, 252 Seiten, S/W, 125 Abbildungen) begleitet, welcher dank der großzügigen Unterstützung der Ernst von Siemens Kunststiftung realisiert werden konnte.

Mit einer Finissage am 16.01.2015, 17.00 - 19.00 möchten wir uns bei allen Beteiligten und allen Besuchern bedanken. An dem Abend wird die Kuratorin und Buchautorin Irène Kurtishvili zusammen mit dem Direktor des Literaturmuseums Lasha Bakradze über das Projekt und die Publikation sprechen.
Eintritt ist Frei

Die Kuratorin und Buchautorin bedankt sich für die Zusammenarbeit, die wertwollen Informationen und Hilfestellungen beim GOETHE- INSTITUT GEORGIEN und DVV International Regional Office for Caucasus & Turkey, beim Literaturmuseum und Verlag CEZANNE Ltd., bei der HUMBOLDT UNIVERSITÄT ZU BERLIN, bei den Autoren, Übersetzern und Redaktoren, außerdem bei allen beteiligten Künstlern und Leihgebern, den Fotografen und privaten Personen, den Organisationen und öffentlichen Institutionen, insbesondere bei Georgiens Nationalmuseum, Georgiens Nationalarchiv, Museum für Theater, Musik, Film und Choreografie, bei der Staatlichen Kunstakademie Tbilissi, CCA und GALA Gallery, ohne die ein solches Projekt nicht realisierbar wäre.
KÜNSTLER: Merab Abramishvili, Gia Bugadze, Lewan Chogoshvili, Mamuka Djapharidze, Gia Edzgveradze, Kote Jincharadze, Keti Kapanadze, Karlo Katcharava, Lewan Kharanauli, Luka Lasareishvili, Irakli Parjiani, Koka Ramishvili, Gia Rigvava, Alim Rijinashvili, Lia Shvelidze, Oleg Timtchenko, Niko Tsetskhladze, Mamuka Tsetskhladze, Guram Tsibakhashvili, Iliko Zautashvili
LICHTINSTALLATION: Andreas M. Kaufmann 
KLANGINSTALLATION: Annett Stenzel & Karsten Ehlers
Bis Samstag, 17. Januar, 17:00 besteht noch die Möglichkeit die Ausstellung zu besuchen
Adresse: Literaturmuseum Tbilissi, Chanturia Str. 8, (Rustaweli)