LiteratureMuseum.ge

გამოფენა "1921 წლის 25 თებერვალი"


გამოფენა ეძღვნება ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. "მემორიალის" საარქივო კვლევების ლაბორატორიის ცნობით, ამ წლებში პოლიტიკური ნიშნით 80 000 -ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული და 20 000-ამდე დახვრეტილი. 

გამოფენაზე წარმოდგენილია 1921-22-23-24 წლებში დახვრეტილთა (1350 ადამიანი) და 1921-22 წლებში "ჩეკას" მიერ დაპატიმრებულთა (2734 ადამიანი) სიები; გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები, ჯგუფური ფოტოები, პოლიტრეპრესირებულთა კონსპექტები, ლექსიკონები და სხვა.

გამოფენა გრძელდება 26 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.