LiteratureMuseum.ge

გიორგი ლეონიძის გამოფენა



პარასკევს, 13 მარტს, საღამოს 6 საათზე 

გიწვევთ მწერლის, ლიტერატურის მუზეუმის პირველი დირექტორის (1931-1953) გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლიტერატურის მუზეუმის ფონდში დაცული გიორგი ლეონიძის ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაწარმოებების ილუსტრაცები, კარიკატურები, გამოცემები, ასევე ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივიდან.

გამოფენა გაგრძელდება 13 მარტიდან 2 მაისის ჩათვლით.