LiteratureMuseum.ge

სიმონ და მარი გირკელიძეების ნამუშევრების გამოფენა


ლიტერატურის მუზეუმი გეპატიჟებათ მამა-შვილის, სიმონ და მარი გირკელიძეების ნამუშევრების გამოფენაზე:

მარი გირკელიძე წარმოადგენს მის მიერ გერმანიაში შექმნილ ხელნაწერ წიგნებს, ოფორტებს, ლითოგრაფიებს.

სიმონ გირკელიძე ახლად შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს და ქანდაკებებს წარმოადგენს . ასევე ნახავთ მის მიერ ადრე გაკეთებულ გორელიეფებს და ქანდაკებებს. ავტორები თავად დაესწრებიან გამოფნას.

გერმანიაში მცხოვრები მარი გირკელიძე ბეჭდვით გრაფიკაში მუშაობს და ხელნაწერ წიგნებს აკეთებს. მისი ნამუშევრები უკვე 15 წელია იფინება გერმანიისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო გამოფენებზე. მის შესახებ არაერთხელ დაწერილა ქართულ, გერმანულ, ნედერლანდურ და ახალ ზელანდიურ პრესაში. მარი აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის მუზეუმებთან და გალერეებთან.ამჟამად მისი ნამუშევრები მიუნსტერის ახლად აშენებულ მუზეუმში LVL Museum für Kunst und Kultur-შია გამოფენილი. 


მოქანდაკე და მხატვარი სიმონ გირკელიძე, წარმატებულად მონაწილეობს გამოფენებში 1963 წლიდან. მისი შექმნილია ბიუსტი- პოლიკარპე კაკაბაძე, რომელიც დავით აღმაშენებლის პროსპექტზე დგას, ასევე კოტე მარჯანიშვილის ქანდაკება მარჯანიშვილის ქუჩაზე, თეატრის მახლობლად. სიმონ გირკელიძის გაკეთებულია პოლიკარპე კაკაბაძისა და პავლე ინგოროყვას ბარელიეფებიც, რომლებიც ამ მწერლების საცხოვრებელ სახლებს ამშვენებს. 2009 წელს გირკელიძე მეკლენბეკის სოლარ ცენტრის კონკურსში მოქანდაკეთა ათეულში შეიყვანეს.