LiteratureMuseum.ge

ნინო ხარატიშვილი - "მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)"



ლიტერატურის მუზეუმი გეპატიჟებათ მწერალ ნინო ხარატიშვილთან შეხვედრაზე. 

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ახალგაზრდა მწერალია ევროპაში. ის სამი რომანისა და 10-ზე მეტი პიესის ავტორია და არერთი თეატრალური თუ ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორის გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემია რომანისთვის– „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“. განსაკუთრებული პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება მწერალს ბოლო წიგნმა „ მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ მოუტანა. რომანი 2014 წლის სექტემბერში გამოიცა და დღეს ის უკვე მსოფლიოს 9 ქვეყანაში იყიდება. წიგნზე ასობით რეცენზია დაიწერა როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
ლიტერატურის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე აქცენტი სწორედ მწერლის ბოლო ნამუშევარზე გაკეთდება. ნინო ხარატიშვილი წიგნიდან ნაწყვეტებსაც წაიკითხავს. მას სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია გაესაუბრება.


გერმანული პრესა ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნის შესახებ:

"საუკეთესო და ყველაზე გაბედული რომანი ამ შემოდგომაზე"

ანდრეას პლატჰაუსი, Frankfurter Allgemeine Zeitung

"ნოველა არაჩვეუებრივი საკითხავია ყველასთვის, ვისაც ოჯახური ისტორიები უყვარს და უნდათ გაიცნონ ქვეყანა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე რკინის ფარდა მალავდა."

ესტერ შნაიდერი SRF2


"საუკუნის რომანი "

RBB Radio

ნინო ხარატიშვილმა წიგნით „ მერვე ცხოვრება (ბრილკასთვის)“ დიდი ლიტერატურა შექმნა, ეოპისი, სადაც ერთი ოჯახის ინდივიდუალური ისტორია მთელი ქვეყნის ისტორიაზეა გადაჯაჭვული“

Blog Literaturen