LiteratureMuseum.ge

აკაკი წერეთელი- ცხოვრება და შემოქმედება


წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. მისი გარდაცვალებიდან კი 100 წელი გავიდა. ამ თარიღების აღსანიშნავად ლიტერატურის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
გამოფენის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს მუზეუმის მიერ შემუშავებული აკაკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 16 პლაკატი, რომლებზეც მწერლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის საინტერესო დეტალები ფოტომასალისა და წერილობითი დოკუმენტური წყაროების საფუძველზეა წარმოჩენილი.
ჩვენი დიდი სურვილია, 16-პლაკატიანი ( 70X100 სმ ) გამოფენა მუზეუმის გარდა საქართველოს სკოლებსა და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, ასევე უცხოურ სათვისტომოებსა და საელჩოებშიც გამოიფინოს. პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მუზეუმთან დაკავშირება.
ქართველი მწერლის შესახებ ასეთი ტირაჟირებული გამოფენა პლაკატებზე პირველად მომზადდა. ჩვენი მიზანია, რომ იგი რაც შეიძლება ბევრგან, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, იყოს წარმოდგენილი.