LiteratureMuseum.ge

ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და მწერლის ნაწარმოებთა ორტომეულის წარდგენა.



20 ოქტომბერს, 18 საათზე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და მწერლის ნაწარმოებთა ორტომეულის წარდგენა.

გამოფენაზე ქრონოლოგიურად წარმოდგენილი იქნება მწერლის ცხოვრების, მოღვაწეობის, შემოქმედების, უცხოელ მწერლებთან ურთიერთობის ამსახველი მასალები: ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, უნიკალური წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, სხვადასხვა მხატვრის შესრულებული პორტრეტები და შარჟები; ასევე ლიტერატურის მუზეუმსა და ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზუმში მუშაობის პერიოდის დოკუმენტები.

ტიციან ტაბიძის ორტომეული დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პირველი ტომი აერთიანებს ლექსებს, პოემებს, პოეტური და პროზაული ტექსტების თარგმანებს; მეორე ტომში თავმოყრილია ნოველები, მინიატიურები, კინოპიესები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა. 
გთხოვთ, გვეწვიოთ. 
გამოფენა გაგრძელდება 21 ნოემბრამდე.
მისამართი: გიორგი ჭანტურიას 8.