LiteratureMuseum.ge

სიტყვის მუზეუმი. Museum of Word.




5 მაისს, ხუთშაბათს, 7 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა "სიტყვის მუზეუმი" გაიხსნება და გაიმართება გაზეთ "რევოლვერის" 
რევოლვერი პირველი ნომრის პრეზენტაცია.
გაზეთი "რევოლვერი" გამოდის სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით. 

სიტყვის მუზეუმი

სიტყვის ფენომენი ცნობიერ, ვერბალურ და გამომსახველობით განზომილებებშია სტრუქტურირებული. ბგერების და სიტყვების კონცეპტუალური და ლინგვისტური მახასიათებლების გამოყენება ესთეტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, მხატვრული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. 

ვიზუალურ ინფორმაციაში ლინგვისტური კოდის შესვლა მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო თანამედროვე ხელოვნებაში. როგორც როლან ბარტი ამბობს: “როდესაც კონცეპტუალისტმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრების ახსნა ვრცელი ტექტსებით დაიწყეს ან ტექსტები სულაც გამოსახულებებზე მოათავსეს, ამით მათ გაანადგურეს მანამდე არსებული დაყოფა იმიჯსა და ტექსტს, მაღალ ხელოვნებასა და მასკულტურას შორის.” 

გამოფენზე წარმოდგენილია ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები, რომლებშიც სიტყვა და ტექსტი პირველადი შემოქმედებითი იმპულსის მატარებელი, კონცეპტუალური კომპონენტია. ეს არის განმარტებითი, მისტიფიკაციური, დეკლარაციული, სპონტანური ან წინააღმდეგობრივი ტექსტები. ისინი თან ერთვიან იმიჯს, ობიექტს, ან თვითონ გარდაიქმნებიან იმიჯად. გარდა იმისა, რომ იდეის გადმოსაცემად ისინი ვიზუალურ შემადგენელთან ერთად, სიტყვას და ტექსტს იყენებენ, მსგავსი ნამუშევრები იმიჯსა და ტექსტს შორის ურთიერთდამოკიდებულებასაც იკვლევენ. 

„word-art“-ს, სიტყვის ხელოვნებას, ევროპული ტრადიციის პარალელურად, მნიშვნელოვანი ისტორია აქვს თბილისური მოდერნიზმის მხატვრების შემოქმედებაში. (დავით კაკაბაძე, ილია და კირილე ზდანევიჩები, H2SO4, ვიზუალური პოეზია და სხვ.) ქართველი მხატვრები დღემდე ქმნიან ორმაგად კოდირებულ ნამუშევრებს, სადაც არტისტული და სოციალური კონტექსტის გამოსავლენად, ისინი ორ საინფორმაციო/სასიგნალო სისტემას - ლინგვისტურ და ვიზუალურ გზავნილს შორის არსებულ დაძაბულობას, კონფრონტაციას და პირიქით, თანხვედრის ან უერთიერთგაძლიერების ეფექტს იყენებენ. 

ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები მაყურებელს მათი გააზრების უფრო აქტიურ პროცესს და ჩართულობის მეტ 
დიაპაზონს სთავაზობს, რადგან ნამუშევრის პერცეფცია, ამ დროს, ცილდება ვიზუალურ, თვალის საამებელ, “მხოლოდ მხედველობით” (“only retinal” Marcel Duchamp) აქღმას და მნახველს ნამუშევრის ხილული, “ფიზიკური სხეულის” მიღმა, საკუთარ გამოცდილებაში და წარმოდგენებში აგზავნის. 

როგორც ცნობილია, მუზეუმი არის ინსტიტუცია, რომელიც განსაკუთრებული სახელოვნებო, კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე არტეფაქტების და ობიექტების კოლექციებს ქმნის და დროებითი თუ პერმანენტული გამოფენების გზით ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის. „სიტყვის მუზეუმი“ მუზეუმის სწორედ ამ ფუნქციას იმეორებს. 

გამოფენა ქართველი მხატვრების ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრების დროებითი „მუზეუმია“, რომელიც ქართული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობის მხატვრებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაზე ნაჩვენებია როგორც გასული საუკუნის 90-ანი წლების, ასევე ბოლო 10 წლის მანძილზე და სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები.

მონაწილეები: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, გურამ წიბახაშვილი, კარლო კაჭარავა, ლევან ჭოღოშვილი/არჩილ ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, გიო სუმბაძე, არჩილ თურმანიძე, მაქს მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი/თინა სირაძე, ანდრეა დოლიძე, ჯგუფი "ბულიონი".

კურატორები: მაგდა გურული, მარიამ ნატროშვილი

გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

MUSEUM OF WORD

Integration of linguistic code into visual information entailed a significant change in the contemporary art. In the words of Roland Barthes “when conceptualist artists started writing extensive commentaries next to or on their images, they simultaneously broke down the image/text and High/Mass culture dividers.”

Text-based works have a significant history in Tbilisian Modernism. Until now Georgian artists produce dual-coded works to reveal artistic and social contexts through resistance and tension between images and text. 

Museum of Word is a temporary museum of text based works which unites Georgian artists of various generation into one space to show new works, the works created during the 1990’s and within the last 10 years.

The Exhibition "Museum of Word" has been made possible through the support of the Tbilisi Center of Cultural Events