LiteratureMuseum.ge

”იცოდე არ გელოდები”



სოფო ჩერქეზიშვილი, ახალი პერსონალური გამოფენისთვის „ იცოდე არ გელოდები“, შექმნილ ნამუშევრებში, უკვე ნაცნობ, სავიზიტო მესიჯებს- „თვალები“, „გული“, „ღიმილი“, „შიში“, „გულისცემა“ - განახლებული მხატვრული სახეებით გვაწვდის. თუმცა აქაც, „სოფოსეული“, გამომსახველობით-გრძნობიერი ტექსტების განუმეორებელი სურნელი ტრიალებს: „მე ვიცი, რომ შენზე დიდხანს შემიძლია თავდაყირა დგომა“; „ვიცი, რომ უკვე შემოვხაზე ჩემი ბედნიერება“; ვიცი, რომ ჰაერში დიდხანს არ უნდა გავჩერდე“ „ვიცი და ღიმილი მაინც თან წამოვიღე“; „ვიცი , რომ თუ დამავიწყდა, უკვ ადამიანი ვარ“... 
მაქსიმალურად გაშიშვლებული ემოციებით შექმნილი მხატვრული სამყარო, სადაც წარსულის ალუზიები და მომავლის მოლოდინი ერთდროულად თანაარსებობს, განუწყვეტელი ძიებების და, ამავდროულად, „ მუდმივობის“ ნავსაყუდელია. ეს გრძნობათა მთელი სახელმწიფოა; მას თავისი კანონები აქვს, რომელიც მხატვრულ იდეათა მკვეთრი, თვითმყოფადი ფორმულირებით იქმნება. ამ სამყაროში აზრს გრძნობა ასაზრდოებს. აქ შინაგანად განცდილს ყოველგვარი სიყალბის, „ეფექტების“ გარეშე, მაქსიმალური ლაკონურობით გვიყვებიან... ეს ახალი რელობაა, 
სოფოსეული“ მკვეთრი მხატვრული საზღვრებით, რომელსაც ერთდროულად შეიგრძნობ და იაზრებ 
გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე 

სოფიო ჩერქეზიშვილი არტისტი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,და გერით რითველდის აკადემია. 

გამოფენები და პროექტები:

2016 მძიმე სვლა - ვენა ავსტრია
2015 ზეწარი - ევროპის სახლი, თბილისი
2014 ვილნიუსი -საერთაშორისო არტ ბაზრობა.
2013 მე 7 საერთაშორისო სიმპოზიუმი თანამედროვე ხელოვნების - ALANICA ვლადიკავკაზი- რუსეთი.
2011 Exit - ქართველ მხატვართა გამოფენა. ირანი
2010 სტამბული 2010. პროექტი 12. Openly. სტამბული თურქეთი.
2010 ვიდეო პროექტი - ერთი წუთის ქალაქი. შანხაი, ჩინეთი.
2009 ალუმინიუმი. საერთაშორისო გამოფენა. ბაქო, აზერბაიჯანი
2009 არტისტერიუმი 09. თბილისის მეორე საერთაშორისო გამოფენა. ქარვასლა.
2009 Transkaukazia 2009 პოლონეთი
2009 პროექტი ბეთლემი მიკრო რაიონი, თბილისი.
2009 გახსენი. ეთნოგრაფიული მუზეუმი. თბილისი.
2009 საერთაშორისო ფორუმი - To be a women. ბაქო, აზერბაიჯანი.
2009 Stop waiting Georgia. თბილისის ისტორიული მუზეუმი, ქარვასლა.
2007 Atmosphere 41. მოსკოვი, რუსეთი
2006 მე ვარ ევროპელი მოქალაქე- დი, საფრანგეთი.
2006 Georgia to Georgia. გაცვლითი ფოტო გამოფენა. ამერიკის შეერთებული შტატები.

პერსონალური გამოფენები

2013 ზოგჯერ თვალები მიწითლდება , გამრეკელის გალერეა. თბილისი
2012 ჩემი დაბადების თარიღი . ვანდა გალერეა, თბილისი
2001 გალიაში. N გალერეა. თბილისი.
2000 გული კი მარცხვნივ არის. თეატრალური სარდაფი. თბილისი.
2000 რატომ ამოდის ჩემს თავზე ბალახი. თბილისის ისტორიული მუზეუმი.