LiteratureMuseum.ge

გამოფენა 'განუხორციელებელი პროექტები'/Unrealized projects




განუხორციელებელი პროექტები

7 -15 ოქტომბერი, 2016
გამოფენის გახსნა: 7 ოქტომბერი , 19:00 - 21:00 საათამდე

თანამედროვე ხელოვნების პლათფორმა ‘ობსკურა’ თბილისის ლიტერატურის მუზეუმში წარმოგიდგენთ პროექტის ‘სინთეზი’ მესამე გამოფენას ‘განუხორციელებელი პროექტები’. 

ობსკურას გუნდი კურატორების და ახალგაზრდა ხელოვანების თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული. ‘სინთეზის’ საშუალებით პლათფორმა კონტაქტს ამყარებს ხელოვანების ფართო წრესთან, არტისტების სამუშაო სივრცეს და არქივებს ეცნობა.

გამოფენა ‘განუხორციელებელი პროექტები’ მოიცავს ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც დღემდე არტისტის სახელოსნოში, სამუშაო სივრცეში რჩებოდა და საზოგადოებამდე ვერ აღწევდა სხვადასხვა მიზეზებით. 

2016 წლის ზაფხულის განმავლობაში ‘სინთეზის’ კურატორები ეძებდნენ არტისტებს და საინტერესო ნამუშევრებს, ჩანახატებს, ჩანაფიქრებს.
მათგან ზოგი განხორციელებულია და უბრალოდ გამოფენაზე ვერ მოხვდა ან პრეზენტაციის ფორმა ვერ შეირჩა... ზოგის იდეა უტოპიურია და დღევანდელ რეალობაში განუხორციელებელი…

გამოფენაში მონაწილეობენ: ანდრია დოლიძე და ქეთა გავაშელი, ელენე გაბრიჩიძე, ანდრო ერაძე, ლადო ლომიტაშვილი, გიორგი მაღრაძე, სალომე სორდია და სანდრო ბიბლიოთეკარი, ივეტა ჩხიკვაძე, ზურა ცოფურაშვილი, ჯგუფი ბულიონი.

კურატორები: მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე

მუზეუმი დაკეტილია ყოველ კვირას და ორშაბათს. 

პროექტს მხარს უჭერს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.


Unrealized projects
October 7 - 14, 2016 
Opening reception: October 7th, 19:00 - 21:00 pm

Contemporary Art Platform ‘Obscura’ presents the third consecutive exhibition of project “Syntheisis” - ‘Unrealized Projects’ in Tbilisi State Museum of Literature.

Obscura team is explicitly focused on collaboration among curators and emerging artists. Through the project ‘Synthesis’ the platform reaches out to a wide network of artists and uncovers their experimental spaces and archives.
The Exhibition ‘Unrealized Projects’ contains such works that have remained in the artists’ studios and working spaces up until now and due to different reasons could not reach the audience. 
During the summer of 2016 the curators of “Synthesis” were seeking out artists and interesting artworks, sketches and ideas. Some works have been finished but never made it to an exhibition or presented in an appropriate form… Some ideas remain utopian and impossible to realize in today’s reality… 

Presented Artists: Group ‘Bouillon’, Iveta Chkhikvadze, Andria Dolidze and Keta Gavasheli, Andro Eradze, Elene Gabrichidze, Lado Lomitashvili, Giorgi Magradze, Salome Sordia and Sandro Bibliotekari, Zura Tsofurashvili. 

Curators : Mariam Loria, Mariam Tsikaridze

The Museum is closed on Sundays and Mondays.
The project is supported by Children and Youth Development Fund.