LiteratureMuseum.ge

ცხოვრება ან მწერლობა. მთხრობელი: ვარლამ შალამოვი



ცხოვრება ან მწერლობა
მთხრობელი: ვარლამ შალამოვი

ბერლინის ლიტერატურული სახლის გამოფენა საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან თამანშრომლობით

ეს არის მსოფლიოში პირველი დიდი გამოფენა ვარლამ შალამოვის (1907-1982) შესახებ. პროექტი შედგა რუსეთის რეგიონალურ მუზეუმებთან და ლიტერატურულ ინსტიტუტებთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციასთან „მემორიალი“ და რუსეთის სახელმწიფო ლიტერატურის არქივთან თანამშრომლობით.

შალამოვმა თითქმის 20 წელი გაატარა ციხეებსა და გულაგში. თავის ავტობიოგრაფიულ ნაწერებში, ლექსებსა და ლაკონურ „კოლიმურ მოთხრობებში“ მან აღწერა ტანჯვა-წამება გულაგში, მუშაობით ადამინის განადგურების სისტემა, ტუსაღების არსებობის გამოუვალობა, შიშისა და შიმშილის გამო ადამიანის გაპირუტყვება. 

ისე როგორც, პრიმო ლევი, ხორხე სემპრუმი და იმრე კერტეში, რომლებმაც მოგვითხრეს ბუხენვალდისა და აუშვიცის (ოსვენციმი) საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, ვარლამ შალამოვიც მიეკუთვნება ტერორის მოწმეებს.

შთამბეჭდავი დოკუმენტები ფოტოებითა და ნახატებით 35 დიდ პლაკატზეა განთავსებული და ქართულად კომენტირებული. გამოფენაზე საუბარია როგორც შალამოვის ცხოვრებასა და საქმიანობაზე, ასევე ნახსენებია სხვა მწერლებიც, ისეთები როგორებიც არიან ბორის პასტერნაკი, ოსიპ მანდელშტამი, ალექსანდრე სოლჟენიცინი.

გამოფენის დროს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი შალამოვზე „ჩემი რამდენიმე სიცოცხლე“, ასევე შესაძლებელი იქნება შალამოვის ხმის იშვიათი ჩანაწერების მოსმენა.

გამოფერნის კურატორები: ქრისტინა ლინკს, ვილფრიდ ფ. შოილერ
დიზაინი: unodue{ მიუნხენი 
თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთანთანამშრომლობის განვითარების პროგრამა, 2015

Leben oder Schreiben. Der Erzähler Warlam Schalamow 

Ausstellung des Literaturhauses Berlin in Zusammenarbeit mit dem Staatlichen Museum der Georgischen Literatur

Kuratoren: Christina Links, Wilfried F. Schoeller 
Gestaltung: unodue{ münchen 
Übersetzung: Ana Kordzaia-Samadashvilli 

Es handelt sich hier um die weltweit erste große Ausstellung über Warlam Schalamow(1907-1982). Regionale russische Museen, die Menschenrechtsorganisation «Memorial», literarische Institute in Rußland und die Nachlaßverwaltung Schalamows (RGALI) haben fürdieses Projekt einer deutsch-russischen Kooperation zusammengearbeitet. 

Schalamow hat fast zwanzig Jahre lang in Gefängnissen und im GULAG verbracht. In autobiographischen Schriften, Gedichten und in seinen unerbittlich lakonischen «Erzählungen aus Kolyma» hat er die Torturen im GULAG, das System der Vernichtungdurch Arbeit, die Ausweglosigkeit der gefangenen Existenz und ihre Entmenschung unterden Bedingungen der Angst und des Hungers dargestellt. 

Warlam Schalamow gehört in die nächste Nachbarschaft von Primo Levi, Jorge Semprúnund Imre Kertész, deren Berichte aus den Konzentrationslagern Buchenwald und Auschwitz zu den Menschheitszeugnissen über den Terror gehören. 

Mit beeindruckenden Dokumenten, Fotos und mit künstlerischen Arbeiten vergegenwärtigtdie Georgisch kommentierte Ausstellung auf 35 großen Plakaten Leben und Werk Schalamows und verweist dabei auch auf andere Schriftsteller wie Mandelstam, Pasternak,Solschenizyn.

Tonaufnahmen Schalamows und eine Filmdokumentation ergänzen diePräsentation. 

Mit Unterstützung des Auswärtigen Amtes: Ausbau der Zusammenarbeit mit der Zivilgesellschaft in den Ländern der Östlichen Partnerschaft, 2015