LiteratureMuseum.ge

„მუზეუმის ღამე“ ლიტერატურის მუზეუმში





2016 წლის 21 მაისი

21:00 საათი - ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“
გამოფენა გაგრძელდება 2 ივლისამდე 

„მუზეუმის ღამე“ ლიტერატურის მუზეუმში

მუზეუმი გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებს, სადაც ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას 

20:00 საათიდან - ლიტერატურის მუზეუმის ეზოში მოეწყობა ძველი წიგნების გაყიდვა

20:30 საათიდან - სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი კუთხეში, ნოდარ ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, ბავშვები დახატავენ სცენებს „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე

22:00 საათიდან - გამოფენის გახსნის შემდეგ არშია სამსამინია სითარზე დაუკრავს აღმოსავლურ ჰანგებს 

23:00 საათიდან - ანა კორძაია-სამადაშვილი, რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ . 

24:00 საათი - მოძრაობის თეატრთან ერთად, კახა ბაკურაძის ხელმძღვანელობით, დაიდგმება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათი

01:00 საათი - გაიმართება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის პირველი წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!