LiteratureMuseum.ge

შეხვედრა ავტორთან წიგნისა "როცა ცდები" / AUTHOR OF THE BOOK "BEING WRONG" IN GEORGIA



ლიტერატურული მუზეუმი, გიორგი ჭანტურიას 8, Giorgi Tchanturia St. 8, 0108 Tbilisi, Georgia

ავტორი წიგნისა "როცა ცდები" საქართველოს "რადარამის" მოწვევით ესტუმრა და ის საკუთარ წიგნზე ისაუბრებს ლიტერატურის მუზეუმში.

"როცა ცდები" მსოფლიო ბესტსელერების სიას მიეკუთვნება და ის არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამმა თარგმნა ქართულ ენაზე. თავად ავტორი - ქეთრინ შულცი ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტი, მწერალი და ბლოგერია. ის წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა New York Times Magazine, The Nation, Foreign Policy.

წიგნის შესახებ:

ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია, მედიცინა, პოლიტიკა, ყოველდღიური ცხოვრება - ის სფეროებია, რომელთა მრავალფეროვანი მაგალითებით ქეთრინ შულცი გვიხსნის, რომ შეცდომა ადამიანურიფენომენია. წიგნში ,,როცა ცდები" ის შეცდომის ორ მოდელს განიხილავს: პესიმისტურსა და ოპტიმისტურს. პირველი ხაზს უსვამს შეცდომის საბედისწერო ხასიათს, ხოლო მეორის მიხედვით, შეცდომას არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ის გვთავაზობს პასუხს კითხვებზე - რატომ არის შეცდომა ადამიანისთვის შემეცნების ერთ-ერთი გზა და არა დაბრკოლება? როგორია შეცდომის მექანიზმი, რომელსაც საბოლოოდ ჩვენი გარდაქმნაც კი შეუძლია? 

რადარამის შესახებ: 

,,რადარამი” ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და სხვა. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის. 

,,როცა ცდები ” ,,რადარამის” ყოველთვიური წიგნების სერიის მესამე წიგნია.

"როცა ცდების" შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსისა და პარნასის წიგნების ქსელში 2 ლარად!

“Radarami” is bringing Katherine Schultz - the author of the book “Being Wrong” to Georgia !

Literature Museum will be hosting her public lecture on 29th of May, at 6 pm. Please feel free to attend the gathering with your friends and acquaintance.
“Being Wrong” is a bestseller that was first published in the United States in 2010. Non-governmental Organization “Radarami” released the Georgian translation of the book in the April of 2012 and now we have the chance to host the author herself . Katherine Schultz who is a renowned journalist, writer and blogger will travel around Georgia to meet the readers from different cities.

About the book: 

"Being Wrong: Adventures in the Margin of Error" by Kathryn Schulz

In Being Wrong, journalist Kathryn Schulz explores why we find it so gratifying to be right and so maddening to be mistaken, and how this attitude toward error corrodes relationships—whether between family members, colleagues, neighbors, or nations. Along the way, she takes us on a fascinating tour of human fallibility, from wrongful convictions to no-fault divorce; medical mistakes to misadventures at sea; failed prophecies to false memories. Drawing on thinkers as varied as Augustine, Darwin, Freud, Gertrude Stein, Alan Greenspan, and Groucho Marx, she proposes a new way of looking at wrongness. In this view, error is both a given and a gift—one that can transform our worldviews, our relationships, and, most profoundly, ourselves. Being Wrong is not just an account of human error but a tribute to human creativity—the way we generate and revise our beliefs about ourselves and the world. A brilliant debut from a new voice in nonfiction, this book calls on us to ask one of life's most challenging questions: what if I'm wrong?

About Radarami: 
Radarami is a non-profit, non-partisan and non-government organization registered in Georgia. We created Radarami with the mission to raise awareness of the Georgian population on some of the popular discussions around the world. We intend to do this by translating best-selling international non-fiction books and making these “big ideas” accessible even to some of the most impoverished population of the country.

www.radarami.org

https://www.facebook.com/Radarami?ref=ts 

https://www.facebook.com/pages/ლიტერატურის-მუზეუმი-Literature-Museum/156350767752142