LiteratureMuseum.ge

ინსპირაცია: პოეზია



კონკურსი და გამოფენა ინსპირაცია: პოეზია

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი აცხადებს კონკურსს 50 შემოთავაზებული ლექსის ინსპირაციით შექმნილი საუკეთესო ვიზუალური გამოსახულების გამოსავლენად.

საკონკურსოდ შემოსული ნამუშევრებიდან სპეციალური ჟიური შეარჩევს 50 საუკეთესოს, რომლებიც გამოიფინებიან ლიტერატურის მუზეუმის გალერეაში "41 გრადუსი".

კონკურსის 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით: 

I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი

გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან გამოფენის „ინსპირაცია: პოეზია“ გახსნაზე ივნისის შუა რიცხვებში. გამოფენის გახსნის თარიღი დაზუსტდება.

საკონკურსოდ შემოთავაზებულ 100ზე მეტ ლექსს შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგზე: http://insirationpoetry.blogspot.com/

საკონკურსო მედია: ნახატი, ლითოგრაფია, სერიგრაფია, პლაკატი, ფოტო, ვიდეო. 

საკონკურსოდ გამოსაგზავნი ფორმატი: 
ფოტო, პლაკატის, ნახატის, გრაფიკული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრის ფოტოგრაფია – 300 dpi, jpg, არაუმეტეს 1 MB, ფერადი, შავ/თეთრი. 
ვიდეო - ვებ-ხარისხი, ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-5წთ.

საგამოფენო ფორმატი: 
ნახატი, ფოტო, პლაკატი, ლითოგრაფია, სერიგრაფია - A2/A3/A4;
ვიდეო - საგამოფენო ხარისხი; 
გამოფენაზე ვიდეო ნამუშევრების ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს გალერეა „41 გრადუსი“. 
ერთი ავტორის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

საკონკურსო პროექტები გამოაგზავნეთ ი-მეილზე adziapshipa@literaturemuseum.ge არაუგვიანეს 2012 წლის 1 მაისისა.

საკონკურსოდ უნდა გამოიგზავნოს: 
1. საკონკურსო გამოსახულება/იმიჯი;
2. ვიდეო /ვებ-ხარისხით/;
3. ნამუშევრის სახელწოდება;
4. ნამუშევრის საგამოფენო პარამეტრები: მედია, ზომა, ხანგრძლოვობა
5. გამოყენებული ლექსის სახელწოდება და ავტორი;
6. მოკლე კონცეფცია, მაქსიმუმ 10 ხაზი; 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 
ანნა ძიაპშიპა adziapshipa@literaturemuseum.ge 
მაგდა გურული magda.guruli@gmail.com