LiteratureMuseum.ge

ნიკო გომელაურის ორტომეულის პრეზენტაცია

,,სამწუხაროა, რომ ნიკო გომელაურის პოეზია ჩემთვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ. 
ნიკოს განსაკუთრებულმა ინდივიდუალურობამ და ნიჭიერებამ განაპირობა გამომეჩინა ინიციატივა, რათა მასზე შექმნილი სატელევიზიო ფილმის მუსიკალური თანხლება მე შემესრულებინა. 
დასანანია, რომ ნიკოსთან ვიზუალური ურთიერთობა მხოლოდ სამონტაჟო მაგიდასთან მუშაობისას განვიცადე.
მსიამოვნებს, რომ მისი მრავალი სტრიქონი მადლიერებით მახსენდება. 
ჩემი ქვეყანა სულგაშლილი...
ჩემი ქვეყანა სულ დაშლილია... " 

გია ყანჩელი 
27.09.11 

ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან.

წიგნში შესულია ნიკო გომელაურის ლექსები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები და ფოტოები. 

წიგნი გამოიცა კომპანია ,,მაგთიკომის" მხარდაჭერით.