LiteratureMuseum.ge

ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა

,,ნივთი სიტყვა არაა-მეთქი, მაგრამ არც საგანი არა ნივთი. რასაც არ უნდა ხატავდეს მხატვარი - პორტრეტსა თუ ნატურმორტს, ძალაუნებურად, მაინც ნივთს ეხება, უფრო სწორედ ჯერ საგანს ეხება, მერე კი ნივთს. ნივთი თავისებური სახსოვარია, ადამიანური დროის ერთგვარი კონდენსატორი, თაობიდან თაობას რომ გადაეცემა და საბოლოო ჯამში, ადამიანური ისტორიის უწყვეტობის დასტურია. ნივთი ტემპრორალური ესტაფეტაა. ისინი მათ მფლობელებზე მეტხანს ცოცხლობენ. [ ] ნივთი მუდამ ვიღაცისაა. ხარანაულის ნივთებიც ვიღაცისები არიან..." 

დავით ანდრიაძის წინათქმა ლევან ხარანაულის ალბომიდან.