LiteratureMuseum.ge

"აბრეშუმის გზა"- სოფია ვარაზის ნამუშევრების გამოფენა


გიწვევთ სოფია ვარაზის ნამუშევრების გამოფენაზე ,,აბრეშუმის გზა".


წარმოდგენილი ნახატები შესრულებულია შერეული ტექნიკით: ტუში, აკვარელი, ფანქარი, ოქროს და ვერცხლის ფანქრები. 
"ექპოზიცია შეიძლება დაიყოს აღმოსავლურ და დასავლურ თემატიკად. მიყვარს ზოგადად ილუსტრირება (კლასიკური ნაწარმოების) და "გამოგონილი ამბების" დახატვაც - ანუ, ყველა ნახატში დევს რაღაც პატარა ისტორია.
არ მიყვარს კონცეფტუალიზმი და რაღაც განსაკუთრებული "აზრით" დატვირთული ნახატები, ამიტომ ჩემი ისტორიები ძალიან მარტივია, ანუ, ნახატები უფრო თხრობითი ხასიათისაა, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, და აქცენტი კეთდება მათ გაფორმებაზე/
დეკორატივიზმზე და არაორაზროვან შინაარსზე-ისტორიაზე."

სოფია ვარაზისთვის ეს მეორე პერსონალური გამოფენაა.