LiteratureMuseum.ge

არ-აღთქმული მიწა - მესხების გრძელი გზა შინისაკენ/ ფოტოგამოფენა



გამოფენა ასახავს მესხი თემების ყოფას საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და თურქეთში და იკვლევს მათი კულტურის, თვითმყოფადობის, რელიგიისა და სამშობლოს აღქმის სხვადასხვა ასპექტებს. ამასთან, საოჯახო არქივების მეშვეობით გამოფენა აცოცხლებს თანამედროვე მესხების მოგონებებს დეპორტაციის შესახებ.


გამოფენა იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „1940-იან წლებში საქართველოდან გადასახლებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში და ხორციელდება უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზაციასთან მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ თანამშრომლობით.


გამოფენის ავტორია ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილი, რომლის ნამუშევრებიც ხშირად ქვეყნდება ქართულ და საერთაშორისო პრესაში.

გამოფენის ინიციატორია უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი.