LiteratureMuseum.ge

შეხვედრა და საუბარი ზურაბ ქარუმიძესთან



ლიტერატურის მუზეუმი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა ,,ლიბ.ჯე"-სა და გამომცემლობა ,,სიესტთან" ერთად, ფესტივალ ”LiTTravel“- ის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი წიგნის „Dagny or a Love Feast“ -"დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი"- ის პრეზენტაციას. 


ასევე, ავტორი ისაუბრებს თავის ბოლო, ახლახანს გამოცემულ ქართულ რომანზე ,,მელია-ტულეფია".


Online Liberary "lib.ge" and Publishing House "Siesta" presents presentation of the English novel byZurab Karumidze
„Dagny or a Love Feast“

The author will talk about his latest Georgian book "Fox-Trot". 

_______________________________________________________________

საგამომცემლო სახლი „სიესტა“ და ელექტრონული ბიბლოთეკა „lib.ge“ წარმოგიდგენთ ფესტივალს ”LiTTravel“, რომელიც ყოველ წელს გიდობას გაუწევს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მწერლებს. ჩვენმა საგამომცემლო სახლმა კლასიკური ლიტერატურული ფესტივალისა და ტურიზმის ამ ფორმით გაერთიანება განიზრახა. 

პირველ ჯერზე ”LiTTravel“ სტუმრები ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლები იქნებიან. ამით გვინდა ხაზი გავუსვათ საქართველოსათვის კავკასიური მეზობლობის პრიორიტეტს და მნიშვნელობას. 

ამ სამი დღის თემა იქნება „კავკასიური იდენტობა და ლიტერატურა“.