LiteratureMuseum.ge

რობაქიძის წერილები არქივს გადაეცემა



სამშაბათს, 6 სექტემბერს 12 საათზე ლიტერატურის მუზეუმში შედგება გრიგოლ რობაქიძისა და ბრიგიტა (გიტა) ფონ შტრახვიტცის მიმოწერის ოფიციალური გადაცემა ლიტერატურის მუზეუმის არქივისთვის. 


წერილებს მუზეუმს გიტა ფონ შტრახვიტცის და - ბეტინა გადმოსცემს. ეს მიმოწერა (100ზე mეტი წერილი) წარმოადგენს გრიგოლ რობაქიძის ( 1882 - 1962, ჟენევა ) უკანასკნელი ერთი წლის უაღრესად პირად, მაგრამ ამავე დროს რობაქიძის ბიოგრაფიის შესწალისთვის მნიშვნელოვან მასალას.

79 წლის გრიგოლ რობაქიძემ 31 წლის გიტა შტრახვიტცი 1961 წელს ჟენევაში გაიცნო. მათ შორის ინტესიური, სასიყვარულო მიმოწერა გაიმართა. სწორედ გიტასადმია მიწერილი მწერლის მიერ დაწერილი უკანასკნელი წერილი, გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე. 

ამ მიმოწერის საქართველოში ჩამოტანა და კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქართული ლიტერატურის, ასევე რობაქიძის ბიოგრაფიისა და ლიტერატურული მოღვაწეობის შესწავლისთვის.