LiteratureMuseum.ge

ფოტოგრაფიის ისტორია - საჯარო ლექცია

ფოტოგრაფიის რესტავრატორი ფრიდონ ლობჟანიძე და მხარვარ-რესტავრატორი ზურა მაჭარაშვილი წაიკითხავენ ლექციას ფოტოგრაფიის შექმნის, განვითარების, ბეჭდვის ტექნოლოგიის, საბეჭდი ქაღალდების განვითარების და საარქივო მასალის რესტავრაციის შესახებ. 

დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა პერიოდის ფოტოები. 

მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარე გამოფენაზე ,,ფერეიდნელი ქართველები" წარმოდგენილი ფოტოების აღდგენა-რესტავრაციის და გამოფენის ტექნოლოგიაზე. 

შეხვედრა გაიმართება მეორე სართულზე, დარბაზში, სადაც სევრუგინის უნიკალური ფოტოები გამოფენილი. დასწრება თავისუფალია. 

თუ გამოფენაზე ჯერ არ ყოფილხართ, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ -> http://www.facebook.com/event.php?eid=210446672326420