LiteratureMuseum.ge

საქართველო ძველ რუკებზე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა აჩვენებს, თუ როგორაა წარმოდგენილი საქართველო და კავკასია რუკებზე, კლაუდიუს პტოლემეოსიდან მეოცე საუკუნემდე; ამავე დროს იძლევა შესანიშნავ საშუალებას, თვალი გადავავლოთ საერთოდ კარტოგრაფიის განვითარებას. 
გამოფენილი იქნება 60ზე მეტი რუკის ასლი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ბიბლიოთეკებიდან და მუზეუმებიდან. 
ასეთი მასშტაბის კარტოგრაფიული გამოფენა პირველია საქრთველოში. 
პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყეს ქართული წიგნის ეროვნულმა ეროვნულმა ცენტრმა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა. 
19 მაისს არის მუზეუმების ღამე. ჩვენი გამოფენაც 9 საათზე იხსნება და აქვს თანა-პროგრამაც.
SOVLABის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ისაუბრებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე 1917/18-1921 წლებში. 
მოგვიანებით დაუკრავს რეზო კიკნაძის ბენდი.
ბავშვებს შეეძლებათ რუკების ფაზლებით თამაში.