LiteratureMuseum.ge

რუსუდან ხიზანიშვილი - გარდაქმნის ხელსაწყო


გამოფენა მოიცავს რუსუდან ხიზანიშვილის 2017 – 2018 წლებში შექმნილ  ნამუშევრებს.ტილოებზე მისი ცხოვრება გრაფიკულადაა აღწერილი, სიზმრები რეალობადაა ახდენილი და მათზე ავტორის ფიქრები და შიშველი, შემაშფოთებელი ემოციების კვალია აღბეჭტილი. რუსუდანი არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. 2015 წელს ის ვენეციის ბიენალეს მონაწილე იყო.

 

რუსუდანი საქართველოში ცხოვრობს. ის საკუთარ გულწრფელ ნამუშევრებს ნაცრისფერი ქალაქის ნაცრისფერ სახელოსნოში ქმნის და მთლიანობაში ეს მისი შინაგანი მღელვარების ნეო-ექსპრესიონოსტულ გამოხატვას ემსახურება. რუსუდანის ნამუშევრები გაურბიან ეთნიკურ ელემენტებს. იგი ქმნის ფერებისა და ფორმების ისეთ სქემებს, რომლებიც თავისი პლასტიურობით და ფოკუსით აბსოლუტურად დასავლურია. გლობალურ ისტორიას, რომელსაც რუსუდანი ამ გამოფენაში უსვამს ხაზს, ორი სხვადასხვა მხარე აქვს და ორივე იმ ეგზისტენციურ შფოთვას ასახავს რომელიცრეალობასთან მიმართებით სუბიექტურია.   

 

პირველი ასეთი მხარე უფრო მეტაფიზიკური, აზრობრივი მიდგომაა იმ რთული და მტკივნეული სოციალური ტრანსოფრმაციის მიმართ რომელიც ამჟამად გლობალურად მიმდინარეობს. ციფრული სამყარო ადამიანს ფიზიკურ გარემოს აშორებს, ჩვენ ტელეფონები დამატებით ხელებად გვექცნენ, თუმცა ამ ფიზიკურ რეალობასთან კავშირის გათიშვის 

© 2016 LiteratureMuseum - All Rights Reserved