LiteratureMuseum.ge

ილია ჭავჭავაძე - საიუბილეო გამოფენის გახსნა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

მწერლის ფოტოპორტრეტები; პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის, დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში,საადგილმამულო ბანკში,გაზეთში „ივერია“, სახელმწიფო საბჭოში  მოღვაწეობის, ილიაობისა და დაკრძალვისამსახველი ფოტოები;

ლადო გრიგოლიას, ჰენრიკ ჰრინევსკის, ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, დავით გაბაშვილის, ოლგა ამოსოვა-ბუნაკის შესრულებული პორტრეტები და ნაწარმოებების ილუსტრაციები;

ილია ჭავჭავაძის ლექსების,პირადიწერილებისა და ჩანაწერების ავტოგრაფებ, მემორიალური ნივთებ და ტანსაცმელი;

მწერლის სიცოცხლეში გამოცემული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.

გამოფენასთან ერთად გაიმართება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის“ (XII-XIX საუკუნეები) ოთხი წიგნის პრეზენტაცია.

პირველ წიგნში ქრონოლოგიურად წარმოდგენილია XII-XIX საუკუნეების სახარებები, სასულიერო კრებულები, „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციები, ეპიკური თხზულებები, თარგმანები, ლექსიკონები, სამართლის წიგნები, კარაბადინები, გენეალოგიები, განჩინებები, გაყრისა და მზითვის წიგნები, წერილები;

მეორე, მესამე და მეოთხე წიგნებში თავმოყრილია XIX საუკუნის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებები, თარგმანები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, დოკუმენტები და თანამედროვეთა მოგონებები.

მესამე წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ილია ჭავჭავაძის ხელნაწერთა აღწერილობას.