LiteratureMuseum.ge

რაინდები ფშავ-ხევსურეთიდან- ანდრო სემეიკო ანა კორძაია- სამადაშვილთან და მანანა ანთელიძესთან თანამშრომლობით


15 სექტემბერს, 18:00 საათზე 
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ

გამოფენა შექმნილია ანდრო სემეიკოს მიერ მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილთან და დიზაინერ მანანა ანთელიძესთან თანამშრომლობით.

პროექტი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან გზავნილს საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებულ სოციო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი ნივთების შესწავლისას ანდრო სემეიკომ და ანა კორძაია-სამადაშვილმა არჩევანი შეაჩერეს პოეტის ცვირსახოცზე, როგორც ობიექტზე, რომლის გარშემოც შექმნეს მეტაფორული სამყარო-ნამუშევრები.

ანდრო სემეიკო აგებს ინსტალაციას, სადაც ბინადრობს შუა საუკუნის ჯვაროსანი რაინდის სული, რაინდის, ლეგენდის მიხედვით ოდესღაც ჩარჩენილისა ფშავ-ხევსურეთში. ის ატარებს პოეტის ცხვირსახოცს როგორც თილისმას, იზიარებს მის ჰუმანიზმს და პროგრესულობას - მას ეცვლება მსოფლმხედველობა. ინსტალაციაში ყურადღება აგრეთვე ეთმობა ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულებას ბუნებისადმი.

ანა კორძაია-სამადაშვილი პროექტზე მუშაობისას არკვევს, რომ ცხვირსახოცი სპეციალურად ვაჟასთვის იყო შექმნილი ქართველ ქალთა საზოგადოების მიერ და ქმნის პერსონაჟს, რომელიც ასახავს ქალის ხმას ჩვენს სამყაროში.

მანანა ანთელიძე იხილავს ზემოაღნიშნულ ორივე ასპექტს და აგებს fashion-ობიექტს, სადაც შერწყმულია ორი საწყისი - მამაკაცის და ქალის.

გამოფენა წარმოადგენს ინსტალაციას, რომელიც აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ავთენტურ საარქივო მასალას, ტექტს, fashion-ობიექტს, სლაიდშოუს, აუდიონამუშევარს - შედეგად იქმნება მრავალშრიანი მოთხრობა.

პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ქართულ-ინგლისური წიგნის გამოცემა და მისი პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში შემდგომი გამოფენის ფარგლებში. წიგნის პრეზენტაცია იგეგმება საქართველოშიც.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა Arts Council England, British Council, AG Alco და ჟურნალ Beaumonde-ის დახმარებით.