LiteratureMuseum.ge

მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, კოტე ხიმშიაშვილი



27 მაისს, 21:00 საათზე
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ

მირზა გელოვანის, ლადო ასათიანისა და კოტე ხიმშიაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.

გამოფენა წარმოგვიდგენს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ თაობას, ამ სამი მწერლის მაგალითზე:

კოტე ხიმშიაშვილი ანტისაბჭოთა ორგანიზაციის „საქართველოს გათავისუფლების ფრონტი“ წინამძღოლობაში დაადანაშაულეს და დახვრიტეს 1942 წელს; 
ლადო ასიათიანი გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1943 წელს;
მირზა გელოვანი დაიღუპა ფრონტზე 1944 წელი.

22:00 საათზე - ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის თანამედროვე, კოტე ხიმშიაშვილის და, საბავშვო მწერალი - დოდო ხიმშიაშვილი გაიხსენებს ძმას და მის მეგობრებს.

გამოფენა გაგრძელდება 17 ივლისამდე.
----------
27 მაისს, გამოფენის გახსნასთან ერთად, "ღამე მუზეუმში" - აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომელიც დაწვრილებით შეგიძლიათ იხილიოთ აქ:
https://www.facebook.com/events/217847448717424/?acontext=%7B%22ref%22%3A%223%22%2C%22ref_newsfeed_story_type%22%3A%22regular%22%2C%
22action_history%22%3A%22null%22%7D