LiteratureMuseum.ge

შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა



15 მაისს, 18 საათზე
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ

შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე "ვეფხისტყაოსანი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მუზეუმში დაცული, XIX-XX საუკუნეებში შექმნილი შოთა რუსთაველის ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები; XVIII-XIX საუკუნეებში გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" რედაქციები, პოემის თარგმანების ავტოგრაფები, "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი დადგმის სურათები, XVIII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემები ქართულ და უცხოურ ენებზე. 

გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.