LiteratureMuseum.ge

კავკასია - ნადირობა ერთ იდეაზე / The South Caucasus: the pursuit of an idea - შეხვედრა თომას დე ვაალთან



შეხვედრა თომას დე ვაალთან. 

სტუმარი ისაუბრებს რუსულად. 

დასწრება თავისუფალია.

--------

კარნეგის ფონდის (Carnegie Endowment for International Peace) რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის წამყვანი თანამშრომელი. ის, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სპეციალისტია - სწავლობს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მათ სეპარატისტულ რეგიონებს.

თომას დე ვაალი 1966 წელს, ნოტინგჰემში, ინგლისში, ანგლიკანური ეკლესიის მღვდლის, ვიქტორისა და მწერლის, ესთერ დე ვაალების ოჯახში დაიბადა. განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო.

დე ვაალი აღიარებულია, როგორც სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ავტორიტეტული ექსპერტი. 2002-დან 2009 წლამდე ის ლონდონში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასა და „მშვიდობისა და ომის“ ინსტიტუტში (Institute for War and Peace Reporting) სამხრეთ კავკასიის პროექტების მენეჯერად და ანალიტიკოსად მუშაობდა.

1993-1997 წლებში ვაალი მოსკოვში მუშაობდა გამოცემებისთვის Moscow Times, Times of London და Economist. 

თომას დე ვაალი ავტორია წიგნებისა „სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობასა და ომში“ (2003) (Armenia and Azerbaijan Through Peace and War) და „კავკასია: შესავალი“ (2010) (The Caucasus: An Introduction). მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი „ჩეჩნეთი, კატასტროფა კავკასიაში“ (1998) (Chechnya: Calamity in the Caucasus).

დე ვაალი ინტენსიურად მუშაობს, როგორც ჟურნალისტი და სხვადასხვა გამოცემებში რეგულარულად აქვეყნებს პუბლიკაციებს რუსეთზე, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. 90-იან წლებში ის "ბი-ბი-სი ვორლდი"-ს (BBC World Service) კორესპონდენტი იყო და ამჟამადაც აგრძელებს დოკუმენტური გადაცემების შექმნას "ბი-ბი-სი"-ს რადიოსათვის (BBC Radio).