LiteratureMuseum.ge

მსოფლიოში ყველაზე დიდი პოეზიის ვებ-საიტის lyrikline - ის პრეზენტაცია



4 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათზე 
ბერლინის ლიტერატურული სახელოსნოს (http://www.literaturwerkstatt.org/) ხელმძღვანელი, ლიტერატურის მცოდნე დოქტორი თომას ვოლფარტი წარმოგიდგენთ მის მიერ დაარსებულ მსოფლიოში ყველაზე დიდ პოეზიის ონლაინ საიტს www. lyrikline.org. 

დოქტორი ვოლფარტი შეხვედრის დროს საიტს დაამატებს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსებს და მათ აუდიო ჩანაწერებს. მწერლები დიანა ანფიმიადი, პაატა შამუგია, ალექს ჩიღვინაძე, მაია სარიშვილი, ესწრებიან შეხვედრას და წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს. 

http://lyrikline.org/