LiteratureMuseum.ge

შეხვედრა დავიდ მარკიშთან



15 სექტემბერს 17:00 საათზე შეხვედრა დავიდ მარკიშთან
საუბარი თემაზე - ქართული კულტურის გავლენა რუსულ კულტურაზე

დავიდ მარკიში - ისრაელელი მწერალი (პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი). დაიბადა 1938 წელს. როდესაც 19 წლის იყო, მისი პირველი ორი წიგნი (მარიჯანისა და ალექსანდრე საჯაიას ლექსების თარგმანები), თბილისში დაბეჭდა გამომცემლობამ „ზარია ვოსტოკა“. 7-8 წლის მანძილზე თარგმნა ბევრი ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველადან დაწყებული მიხეილ ქვლივიძემდე, მათ შორის გიორგი ლეონიძეც. 
დავიდ მარკიში ამჟამად ცხოვრობს ისრაელში, წერს რუსულ ენაზე. არის შვიდი ებრაული ლიტერატურული პრემიის, ბრიტანეთის წიგნის ლიგისა და უკრაინული სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 
ქართველი პოეტების ნაწარმოებების რუსულ ენაზე თარგმნისთვის მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.

სტუმარი ისაუბრებს რუსულად. დასწრება თავისუფალია